ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელთან „ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელთან გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში, „ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, საუბარი მათ შორის შეეხებოდა თავისუფალ, სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარებას.
„არჩევნების ჩატარების საკითხი პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ კორუფციასა და მართლმსაჯულების ნაწილთან, ცხადია, ამ სამ საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება, საიდანაც ხელისუფლების წარმომადგენელმა ორს არ უპასუხა – სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხსა და ანტიკორუფციული მიმართულების საკითხს. ასევე, მმართველმა გუნდმა მოინდომა ვენეციის კომისიის დისკრედიტაცია, რაზეც მაშინვე მიიღეს მკაცრი პასუხი“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა „ფორმულასთან“.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)