ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობასთან დაკავშირებით, რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად, ევროკავშირმა აამოქმედა კოპერნიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების სწრაფად შესაქმნელად

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობასთან დაკავშირებით, რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად, ევროკავშირმა აამოქმედა კოპერნიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების სწრაფად შესაქმნელად

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობასთან დაკავშირებით, რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად, ევროკავშირმა აამოქმედა კოპერნიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების სწრაფად შესაქმნელად.
„დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოში ბევრი ადგილობრივი ძირითადი სერვისების გარეშე დატოვა, რამაც მათ მძიმე პირობები შეუქმნა. რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად, ევროკავშირმა აამოქმედა კოპერნიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების სწრაფად შესაქმნელად.
სატელიტური გამოსახულების და სხვა გეოსივრცითი მონაცემების გამოყენებით, კოპერნიკი დაეხმარება მათ შეაფასოს თოვლის შედეგად მიყენებული ზიანი. ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია აქ: https://rapidmapping.emergency.copernicus.eu/EMSR…/reporting
“, - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.