ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომელიც ევროპის საბჭოში გავრცელდა, თავიდან ბოლომდე დეზინფორმაციულია

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომელიც ევროპის საბჭოში გავრცელდა, თავიდან ბოლომდე დეზინფორმაციულია
ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ევროპის საბჭოში წარდგენილ მოხსენებას არ იზიარებს და დოკუმენტს დეზინფორმაციულს უწოდებს „ხალხის ძალის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი. როგორც სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ანგარიში პირველ რიგში ეწინააღმდეგება თავად ევროკავშირის მიერ საქართველოზე გაკეთებულ არაერთ კვლევას, რომლის თანახმად ქვეყანაში დემოკრატიის პრინციპები დაცულია. „ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომელიც ევროპის საბჭოში გავრცელდა, თავიდან ბოლომდე დეზინფორმაციულია. მათ მიერ გავრცელებული არცერთი წინადადება არ შეიცავს სიმართლეს. პირველ რიგში შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ის ბრალდებები,. რომელიც ამ განცხადებაშია გაჟღერებული, უპირველეს ყოვლისა, ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის მიერ მომზადებულ ანგარიშებს, სადაც გარკვევით წერია, რომ საქართველოში მაღალ დონეზეა დაცული სამოქალაქო, პოლიტიკური უფლებები და კანონის უზენაესობა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
Next: ევროკრატიის თოჯინები, და მაია სანდუ დიდხანს ვერ იარსებებენ პოლიტიკურ ასპარეზზე, რადგან მათ ავტორიტარიზმს პასუხს გასცემენ ცალკე უკრაინელები და ცალკე მოლდოველები

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო