არქივი15 იანვარი, 2025, 17:22
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს - ევროკავშირი სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისკენ მოუწოდებს, დაუსჯელობა ვერ გაიმარჯვებს

საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის „დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს“.
„ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს. ევროკავშირი სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისკენ მოუწოდებს. დაუსჯელობა ვერ გაიმარჯვებს”, - წერია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.