,, ევროკავშირის ქვეყნებმა დასაჯეს გახრწნილი ქოცური “ელიტა“ და არა ქართველი ხალხი. ეს ჩვენი ბრძოლის შედეგია!“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
,,უკვე დაიწყო სპეკულაციები, რას ნიშნავს დიპლომატიური პასპორტიანებისთვის სავიზო სანქციების დაწესება და თითქოს არაფერი, რა პრობლემაა, ჩვეულებრივი პასპორტებით ივლიან ეს დასანქცირებულები. სანამ უფრო ღრმად წავალთ, ახლავე გავარკვიოთ: დიპლომატიური პასპორტის ქონა არის პრივილეგია და ამ პრივილეგიით ამ ქვეყანაში ასობით ადამიანი სარგებლობს. დასასანქცირებელ ჯგუფად დიპპასპორტიანების შერჩევა იმას კი არ ნიშნავს, რომ ფიზიკურად პასპორტს ერჩის ვინმე, არამედ იმას, რომ დაასანქცირეს ამ პასპორტების მფლობელები, ანუ უკვე იდენტიფიცირებული საქართველოს პრივილეგირებულთა დიიიდი კასტა. სიების შედგენას და ზედმეტ წერა–კითხვას ამჯობინეს ბარემ გამოკვეთილი და უკვე იდენტიფიცირებული ელიტა დაესანქცირებინათ. ეს არის ძალიან ძლიერი ნაბიჯი. რომც სცადონ ჩვეულებრივი პასპორტით მოგზაურობა, პირადი ნომერი იგივე ექნებათ, რაც ძველ პასპორტში და ეს დასანქცირებული და იდენტიფიცირებული პირები ვერც ჩვეულებრივი პასპორტით ვეღარ გადაკვეთენ ევროკავშირის ქვეყნებს. გვარ–სახელს და პირად ნომერს თუ შეიცვლიან მაგ შემთხვევაში ვერ გეტყვით, შეიძლება შეძლონ შეპარვა. ასე რომ, შევირგოთ ეს გამარჯვება და ნუ ვმაზოხისტობთ – ევროკავშირის ქვეყნებმა დასაჯეს გახრწნილი ქოცური “ელიტა“ და არა ქართველი ხალხი. ეს ჩვენი ბრძოლის შედეგია!“

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)