ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტზე

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ვერ შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტზე, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ჩეხეთში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის უფლების გაფართოებას ითვალისწინებდა. ამის შესახებ reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, პაკეტის მიღება ორმა ქვეყანამ დაბლოკა. მათი სახელები არ არის მითითებული. მთავარი მიზეზი იყო უთანხმოება იმ ვადებში, რომლის ფარგლებშიც ევროპულმა კომპანიებმა უნდა დაასრულონ რუსეთიდან ინვესტიციების გატანა.

“როიტერსი” ასევე აღნიშნავს, რომ ელჩებს შორის დისკუსია გართულდა იმ გამონაკლისის გაგრძელების თაობაზე, რომელიც ჩეხეთს საშუალებას აძლევს მოახდინოს რუსული ნავთობისგან სლოვაკეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში წარმოებული დიზელის საწვავისა და სხვა პროდუქტების იმპორტი.
ამასთან ჩეხეთმა განაცხადა, რომ არ მოითხოვს ამ გამონაკლისის ვადის გაგრძელებას, სლოვაკეთს კი პირიქით სურს ამ გამონაკლისის შენარჩუნება, რომლის ვადა 5 დეკემბერს ამოიწურა.

მე-15 პაკეტი ასევე ითვალისწინებს სანქციებს რუსული ნავთობის გადამტანი ტანკერების წინააღმდეგ. “როიტერსის” თანახმად შესათანხმებელი საკითხების განხილვას ევროკავშირის წევრები მოგვიანებით მიუბრუნდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია