ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზე - შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზე - შალვა პაპუაშვილი

საინტერესოა, რომ თქვენ ევროპულ სტანდარტს რეპრესიას ეძახით, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის მიერ 28 კანონპროექტის ხელის მოწერას.
როგორც პაპუაშვილი განმარტავს, „აქციაზე ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ“.
„როგორ ფიქრობთ, ის სივრცე, საიდანაც სხვადასხვა ჯგუფები ამბობენ მივისწრაფვითო, ის სივრცე რეპრესიული სივრცეა? ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზე. როცა ცრემლსადენი გაზის გამოყენება ხდება, ხდება იმის გამო, რომ აქცია კანონიერი ჩარჩოებიდანაა გასული. შესაბამისად, როცა სპეციალური საშუალების გამოყენება ხდება, იმის ნიშანია, რომ ადამიანი სახლში უნდა წავიდეს და არა უფრო მეტი წინააღმდეგობა გაუწიოს. ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზე, ნიღბიანების აქცია მე არ გამიგია სადაური წესია, ამას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის, რატომაც არის ევროპაში ნიღბების ტარება აკრძალული, გამოდის, რომ თქვენ ევროპას ეძახით რეპრესიულ სივრცეს?“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.