ევროკავშირის სახელმწიფოთა მინისტრები: ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, რომლის ტექსტსტის თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ:
“ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში ამჟამად შექმნილი სიტუაციით. საერთაშორისო დამკვირვებლები დარღვევებზე იუწყებოდნენ საარჩევნო კამპანიისას, ისევე, როგორც არჩევნების დღეს. ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას. ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და მოვითხოვთ საჩივრების დამოუკიდებელ მოკვლევას და დადგენილი დარღვევების გამოსწორებას. ამ რთულ დროს ქართველების მხარეს ვდგავართ. მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი და, განსაკუთრებით, მის მიმართ მთავრობის რეაქცია მშვიდობიანი იყოს. საარჩევნო [პროცესის] ერთიანობის დარღვევა შეუთავსებელია სტანდარტებთან, რომლებიც ევროკავშირის [წევრობის] კანდიდატისგანაა მოსალოდნელი. ესაა ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მიზანსწრაფვის ღალატი. კანონის უზენაესობის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დაცვა განუყოფელი ნაწილია საქართველოს ნებისმიერი პროგრესის ევროკავშირისკენ გზაზე. ჩვენ ვაკრიტიკებთ [უნგრეთის] პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში. იგი ევროკავშირის სახელით არ ლაპარაკობს”.
განცხადებას ხელს აწერენ:
მარტინ დვორჟაკი, ჩეხეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი
მარი ბიერი, დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი
ანა ლურმანი, გერმანიის ევროპისა და კლიმატის საქმეთა მინისტრი
მარგუს ცახკნა, ესტონეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი
იოაკიმ სტრანდი, ფინეთის ევროპულ საქმეთა და საკუთრების მართვის მინისტრი
ბენჟამინ ჰადადი, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა დელეგატი მინისტრი
ჯენიფერ კეროლ მაკნილი, ირლანდიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი
გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
კასპარ ველდკამფი, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
ხავიერ ბეტელი, ლუქსემბურის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების კოორდინირების და ჰუმანიტარული საქმეების მინისტრი
ადამ შლაპკა, პოლონეთის ევროკავშირის მინისტრი
ინიეს დომინგოსი, პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპულ საქმეებში
ჯესიკა როზენკრანტსი, შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ხორგუანი – კობახიძე კალაძის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ირიდებს! – წარმოდგენილი კანონპროექტის უკან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით სავალალო გადაწყვეტილებას ვკითხულობთ! თურმე კარის „დელეცი“ არ უნდა შეყოვნდეს

გიგი წერეთელი – რუსეთის ნაბიჯებზე „ქართული ოცნების“ სიჩუმე გვეუბნება იმას, რომ საქართველო, პრაქტიკულად, კაპიტულანტურ პოზიციაშია, გერმანიის ახალ ელჩთან კი, რომელიც პეტერ ფიშერის შემდეგ ჩამოვა, არაფერი შეიცვლება – ეს არის სისულელე

ვიკა ფილფანი – „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება სოციალურად დაყო და ღარიბების დახლების შექმნა დაიწყო, ფაქტობრივად, ღარიბებს უთხრეს, თქვენ წიწიბურა და ვადაგასული საჭმელი ჭამეთო – ხალხს მოწყალება არა, ღირსეული ცხოვრება უნდა