ევროკავშირის სასამართლომ უფლება გასცა რუსეთიდან შეტანილი ავტომობილების კონფისკაციაზე

ავტომობილები, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთიდან სანქციების დარღვევითაა შეტანილი, შესაძლოა კონფისკაციას დაექვემდებაროს ბლოკის წევრი სახელმწიფოების ხელისუფლებების მხრიდან, მაშინაც კი, თუკი ისინი პირადი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. ეს ნათქვამია გადაწყვეტილებაში, რომელიც ევროკავშირის სასამართლომ გამოიტანა დავაზე დიუსელდორფში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქესა და გერმანიის საბაჟო ორგანოებს შორის.
სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, 2023 წლის იანვარში რუსეთის ამ მოქალაქემ რუსეთში შეიძინა ავტომობილი, ის თავის სახელზე გაატარა რეგისტრაციაში და ამავე წლის მაისში ამ ავტომობილით პოლონეთში შევიდა. პოლონეთის ტერიტორიიდან მანქანა უნომროდ გადაიტანეს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში. მანქანის გერმანიაში რეგისტრირების მცდელობისას მას საბაჟო ორგანოებმა ყადაღა დაადეს და ამის საფუძვლად დაასახელეს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები.
სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთიდან სანქციების ნუსხაში მოხვედრილი ნებისმიერი საქონლის შეტანა თავისთავად წარმოადგენს სანქციათა რეჟიმის დარღვევას. ამასთან, საბაჟო ორგანოებს არ ეკისრება პასუხისმგებლობა დაადგინონ მოიტანა თუ არა ყოველმა კონკრეტულმა ოპერაციამ მოგება რუსეთის ფედერაციისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება