პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის დასრულების შემდეგ ავრცელებს.
„როგორც ისრაელის, ასევე ლიბანის სუვერენიტეტი გარანტირებული უნდა იყოს. ნებისმიერი შემდგომი სამხედრო ინტერვენცია სიტუაციას მკვეთრად გააუარესებს და იგი თავიდან უნდა იქნას აცილებული“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჰუმანიტარული დახმარების გაზრდისა და საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნის მიზნით მჭიდრო კოორდინაციის აუცილებლობა განიხილეს.
„გაერო-ს სამშვიდობო ძალების უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.