ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 23 ივნისს საქართველოს საკითხს განიხილავს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 23 ივნისს საქართველოს საკითხს განიხილავს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა საბჭო 23 ივნისის სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა საბჭოს განრიგშია მოცემული.
განრიგის თანახმად, საგარეო საქმეთა საბჭო, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შედგება, 23 ივნისს ბრიუსელში შეიკრიბება და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თავმჯდომარეობით გაიმართება.
საქართველოს საკითხთან ერთად განხილული იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, ახლო აღმოსავლეთსა და ლიბიაში არსებული ვითარება და ჩინეთი და ევროპული უსაფრთხოება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.