ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იწყებს – მედია

ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იწყებს – მედია

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას ოფიციალური წინადადების მომზადება დაავალა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ
ევროკავშირის საბჭოში ამას მხარი დაუჭირა კვალიფიციურმა უმრავლესობამ, ევროკომისიამ კი უკვე დაიწყო საკითხზე მუშაობა და შესაბამის დოკუმენტს უახლოეს დღეებში მოამზადებს.
ცნობისთვის, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება, სადაც საქართველოს საკითხზეც მსჯელობენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.