პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირის საბჭო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გადაცემაზე შეთანხმდა

ევროკავშირის საბჭო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გადაცემაზე შეთანხმდა

ევროკავშირის საბჭო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გადაცემაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადების თანახმად, აღნიშნული თანხა უკრაინას 2026-2027 წლებისთვის გადაეცემა და რუსეთის აგრესიული ომის გაგრძელების ფონზე ქვეყანას სასწრაფო ფინანსური საჭიროებების, კონკრეტულად კი ზოგადი ბიუჯეტისა და თავდაცვითი საჭიროებების მოგვარებაში დაეხმარება.
ევროკავშირის საბჭო შეთანხმდა, რომ აღნიშნული სესხი დაფინანსდება ევროკავშირის მიერ კაპიტალის ბაზრებზე აღებული სესხებით და უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის ბიუჯეტით.
განცხადების თანახმად, ევროკავშირის საბჭოს ახლა ევროპარლამენტთან სწრაფ შეთანხმებას ელის, რათა პირველი ტრანში უკრაინას უკვე მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გადაეცეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.