არქივი27 ნოემბერი, 2025, 15:25
ევროკავშირის საბჭომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების აქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა და ის დეკემბრიდან ამოქმედდება - რიკარდ იოზვიაკი

„რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების აქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა.
„ხელმოწერის ცერემონია დასრულებულია. ვიზების ლიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ახალი კანონი დეკემბრის შუა რიცხვებში ამოქმედდება“, - დაწერა იოზვიაკმა და „ტვიტს“ საქართველოს დროშა დაურთო.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.