ევროკავშირის როუმინგი უკრაინასა და მოლდოვაზეც გავრცელდება

2026 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები უკრაინა და მოლდოვა ერთიანი როუმინგ სისტემით ისარგებლებენ, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეების ევროზონაში ყოფნის დროს სატელეფონო ხარჯებს შეამცირებს. ზონის გაფართოების შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იუწყება.
„პირველად ხდება, როცა როუმინგი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზეც გავრცელდა – უკრაინასა და მოლდოვაზე“, – აცხადებს იოზვიაკი.
უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს საქართველოსაც, თუმცა მათგან განსხვავებით მოლაპარაკებები არ გახსნილა. როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ეს კი უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, მიღებულ კანონებს, რომლებიც მნიშვნელოვნად აუარესებს მედიისა და სამოქალაქო სექტორის მდგომარეობას.
2024 წლის 20 თებერვალს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრის შემდეგ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ხელშესახებ შედეგზე ისაუბრა:
„როუმინგის მხრივ, ძალიან კმაყოფილები ვართ საქართველოს მთავრობის მუშაობის ტემპით. ამჟამად ხელთ გვაქვს ყველაფერი, რათა შევთავაზოთ ევროკავშირის საბჭოს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საქართველოს ინტეგრირება როუმინგის არეალში… ეს შეამცირებს როუმინგისა და მობილური ინტერნეტის ხარჯებს საქართველოში, ასევე, ქართველებისათვის, რომლებიც მოგზაურობენ და ცხოვრობენ ევროპაში“.
ოლივერ ვარჰეის შეფასებით, ეს „ისეთივე ხელშესახები მიღწევაა, როგორც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა