ევროკავშირის პრესსპიკერი – ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს დამოუკიდებელი ხმების რეპრესირებისთვის სასამართლოს ინსტრუმენტად გამოყენებაზე – ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაათავისუფლოს ამაღლობელი, ისევე როგორც უსამართლოდ დაკავებულები

საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, ისევე როგორც უსამართლოდ დაკავებულები, – ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი ავრცელებს.
„ევროკავშირი მკაცრად გმობს მზია ამაღლობელისთვის, ცნობილი ქართველი ჟურნალისტისთვის, 2-წლიანი პატიმრობის მისჯას და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს დამოუკიდებელი ხმების რეპრესირებისთვის სასამართლო სისტემის ინსტრუმენტად გამოყენებაზე.
მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედებია. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს კეთება დევნისა და უსამართლო შეზღუდვის შიშის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიზანში იღებს და აჩუმებს დამოუკიდებელ მედიას, ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძველს, ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებთან.
საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, ისევე როგორც უსამართლოდ დაკავებულები და დაიცვან და უზრუნველყონ სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლება, როგორც სამართლის ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველის მთავარი საყრდენი.
ევროკავშირი გვერდში უდგას ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ მისწრაფებებს და მტკიცე რჩება თავის ვალდებულებაში მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს