ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირის ოფიციალური პირი: უნგრეთი საქართველოს წინააღმდეგ რაიმე ზომების დაწესების მომხრე არ არის

ევროკავშირის ოფიციალური პირი: უნგრეთი საქართველოს წინააღმდეგ რაიმე ზომების დაწესების მომხრე არ არის
უნგრეთი საქართველოს წინააღმდეგ რაიმე ზომების დაწესების მომხრე არ არის, – განუცხადა „ქრონიკას“ ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე.
„საქართველოს საკითხის განხილვა დასრულდა: მოქმედი ხელისუფლებისა და მათი ქმედებების მკაცრი და აბსოლუტური დაგმობა. თუმცა, უნგრეთი არ არის [საქართველოს წინააღმდეგ] რაიმე ზომების [დაწესების] მომხრე. [თუმცა] ჩვენ მაინც შეგვიძლია შემოვიღოთ ზომები, რომელიც არ საჭიროებს ერთსულოვნებას“, – აღნიშნა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა.
ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს. დისკუსია გაიმართა საქართველოზეც. იმსჯელეს იმ ზომებზე, რომლებიც ევროპამ გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო უნდა გაატაროს. დოკუმენტი ევროპელ ლიდერებს გადაეცემა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.