ევროკავშირის ლიდერები არ დაექვემდებარებიან იმ შანტაჟს, რომელიც არის უნგრეთის ხელმძღვანელის მიერ წამოყენებული – ხატია დეკანოიძე

ქართველ პოლიტიკოსებს ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები აქვთ, თუმცა ოპოზიციის ნაწილი უნგრეთის პოზიციიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას.
პარტია “საქართველოსთვის” წევრის ს განცხადებით, ორბანი არის ევროკავშირის პრობლემა, რომელსაც ის აუცილებლად მოაგვარებს.
“ორბანის მიერ მოწყობილმა სიურპრიზმა გარკვეული პერიოდით შეიძლება გადაავადოს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი. ამის მიუხედავად, ჩვენ მკაფიოდ, პოლიტიკურადაც და სამუშაო ფორმატებში, ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ორბანი არის ევროკავშირის პრობლემა, რომელსაც აუცილებლად მოაგვარებს. გადავდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ სწრაფად აღვადგინოთ ჩამორჩენა”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შანტაჟს არ დაემორჩილებიან.
“ევროკავშირის ლიდერები არ დაექვემდებარებიან იმ შანტაჟს, რომელიც არის უნგრეთის ხელმძღვანელის მიერ წამოყენებული, იმიტომ, რომ ჩვენ ასეთი ულტიმატუმები გვახსოვს შარშან, მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიიღო მ და მოლდოვამ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავალებებით მუშაობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კომპრომატებით შანტაჟი, დამნაშავეობა და გარყვნილება არის „ნაცების“ მთავარი მახასიათებელი, მხოლოდ მათ ტვინში შეიძლება მოიხარშოს ასეთი ამაზრზენი დანაშაული