ევროკავშირის ელჩმა მომწერა, მძიმე გარემოებაა, პოლარიზაციააო, მაგრამ საჯაროდ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, რომ მისთვის მიუღებელია მისი დაფინანსებით ადამიანმა სიძულვილი იქადაგოს, იძალადოს და პროპაგანდა აწარმოოს

ევროკავშირის ელჩმა მომწერა, მძიმე გარემოებაა, პოლარიზაციააო, მაგრამ საჯაროდ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, რომ მისთვის მიუღებელია მისი დაფინანსებით ადამიანმა სიძულვილი იქადაგოს, იძალადოს და პროპაგანდა აწარმოოს
საჯაროდ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ევროკავშირის ელჩს, რომ მისთვის მიუღებელია მისი ფულით, ევროკავშირის მოქალაქის ფულით ადამიანმა სიძულვილი იქადაგოს, იძალადოს და პროპაგანდა აწარმოოს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, როდესაც საუბრობენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სურვილი გააგრძელოს წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, სათანადო ნაბიჯები უნდა გადადგას.
„როცა ამბობენ „ენჯეოებთან“ დიალოგზე, რომელ „ენჯეოებს“ გულისხმობენ, რომელიც წააქეზეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ?! ცოტა ხნის წინ წერილი მივწერე ევროკავშირის ელჩს და გავუგზავნე დოკუმენტაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ და მათი ლიდერები როგორ შეურაცხყოფენ საჯარო სივრცეში პარლამენტის წევრებსა და საჯარო მოხელეებს ფაქტობრივად ფაშიზმის დონეზე მისული განცხადებებით. საერთაშორისო ვალდებულებაა, პარიზის დეკლარაციით, რომ დონორი პასუხისმგებელი იყოს საკუთარ ფინანსებზე, რაში იხარჯება ეს ფული. ახლა რომ აღმოჩნდა, რომ ღაზაში ტერორისტებამდე მიდიოდა ზოგიერთი დონორული დაფინანსება, ამაზე პასუხისმგებელია დონორი, რომ ტერორისტებთან, ექსტრემისტებთან [თანხა] არ მივიდეს.
ერთადერთი თხოვნა მქონდა მის [ევროკავშირის ელჩის] მიმართ, რომ გამიჯვნოდა ამას, საჯაროდ ეთქვა, რომ ეს არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს, რომ გმობენ ამას, მის მიერ დაფინანსებულ ადამიანებზეა საუბარი. პასუხისმგებლობა ხომ უნდა იგრძნოს?! მივიღე პასუხი, რომ ძალიან მძიმე გარემოებაა, პოლარიზაციაა და ყველა მხარემ უნდა იზრუნოს, რომ ეს ასე არ იყოს. ჩვენთვის რა თქმა უნდა ასეთი რაღაცები მიუღებელია, მაგრამ საჯაროდ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ევროკავშირის ელჩს, რომ მისთვის მიუღებელია მისი ფულით, ევროკავშირის მოქალაქის ფულით ადამიანმა სიძულვილი იქადაგოს, იძალადოს და პროპაგანდა აწარმოოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით