ევროკავშირის ელჩი – დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ – რაც გუშინ მოხდა, ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას, ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილს

ვფიქრობ დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. მოვისმინეთ ბატონი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული ევროკავშირში ინტეგრაციით მომავალი 4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად სამწუხარო, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პირადად ჩემთვის ეს არის ნამდვილად გულსატკენია. მახსოვს, 2 წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა: „საქართველო ეკუთვნის ევროკავშირს, ევროკავშირი სრულყოფილი არ იქნება საქართველოს გარეშე“. ეს იყო ჩვენი აქ მუშაობის, ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის აქ მუშაობის გზამკვლევი 2 წლის განმავლობაში. ვამაყობდი, რომ ევროკავშირმა კარი გაუღო საქართველოს, ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატი სტატუსი და რაც გუშინ მოხდა აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს წინა მთავრობის პოლიტიკას, საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას, ის ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილს. მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა და საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა მიჰყვეს ევროპული ინტეგრაციის გზას, ჩემი აზრით, ძალიან სამწუხარო და გულსატკენია“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო