ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის წარმომადგენლობა ავრცელებს.
უნგრეთმა, რომელიც ამ დრომდე წინააღმდეგი იყო და ინიციატივას ბლოკავდა, თანხმობა განაცხადა.
მომდევნო ეტაპია – სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რომელიც 25 ივნისს გაიმართება და რომელზეც ოფიციალურად სტარტს აიღებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.
ევროკომისიაში 7 ივნისს დაადასტურეს, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ევროინტეგრაციის რეფორმებთან დაკავშირებით დადებითი ზეპირი შეფასება გასცეს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.