პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირის ელჩებმა საქართველოსთვის 30 მლნ ევროს გამოყოფას მწვანე შუქი აუნთეს - რიკარდ იოზვიაკი

ევროკავშირის ელჩებმა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფას მწვანე შუქი აუნთეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
„დღეს, ევროკავშირის ელჩებმა ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) ფარგლებში საქართველოსთვის არალეტალური დახმარების სახით 30 მილიონი ევროს გამოყოფას მწვანე შუქი აუნთეს - ევროკავშირის ბიუჯეტს გარეთ არსებული ინსტრუმენტიდან, რომელიც წევრი სახელმწიფოების მიერ უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად გამოიყენება“, - წერს რიკარდ იოზვიაკი X-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.