პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობა ავრცელებს.
„აღნიშნული პაკეტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ჩვენს ზომებს გააძლიერებს, მათ შორის სანქციებისთვის გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლას“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ორშაბათს, ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე (LNG) სანქციებს ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.