ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირის გაფართოების ანგარიში - უკვე მეორე წელია გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით უკუსვლა შეინიშნება - ცნობები ვრცელდებოდა ჟურნალისტებისა და მედიის თანამშრომლების წინააღმდეგ დაშინების, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ

ევროკავშირის გაფართოების ანგარიში - უკვე მეორე წელია გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით უკუსვლა შეინიშნება - ცნობები ვრცელდებოდა ჟურნალისტებისა და მედიის თანამშრომლების წინააღმდეგ დაშინების, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის თავისუფლად მუშაობაზე უარყოფითად მოქმედებს, - ამის შესახებ საქართველოს შესახებ ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი.
„უკვე მეორე წელია გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით უკუსვლა შეინიშნება. ახალი კანონმდებლობა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის თავისუფლად მუშაობაზე უარყოფითად მოქმედებს. ცნობები ვრცელდებოდა ჟურნალისტებისა და მედიის თანამშრომლების წინააღმდეგ დაშინების, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში „ადამიანის ფუნდამენტური უფლებები მნიშვნელოვნად იზღუდება“.
„ადამიანის უფლებებს ძირს უთხრის ახალი რეპრესიული კანონები, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, მათ შორის, თანასწორობის, გამოხატვის, შეკრების, ოჯახური ცხოვრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებს. ვრცელდებოდა ცნობები საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის შესახებ. უსაფუძვლოდ დაკავების შემთხვევები, წინასწარი პატიმრობის ხშირი გამოყენება, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაპროპორციული სასჯელის გამოყენება სამართლიანი სასამართლოს უფლების შესახებ შეშფოთებას იწვევს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.