ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით, გარკვეულწილად უჩვეულოა - სალომე ზურაბიშვილი

ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით, გარკვეულწილად უჩვეულოა - სალომე ზურაბიშვილი
ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით, გარკვეულწილად უჩვეულოა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მას შემდეგ საქართველომ უარესი განიცადა: მოპარული არჩევნები, ევროპული გზის შეჩერება, მასობრივი პროტესტი, ძალადობრივი რეპრესიები. დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები!”- წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის საბჭომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.