ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ევროკავშირის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი ანტიდასავლური კანონი არ მოქმედებს” – შალელაშვილი

მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთიან ფრონტად, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, განსაკუთრებით საზოგადოების აქტიური ნაწილი, ახალგაზრდა თაობა მიიჩნევს, რომ საპარლამანტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიმართულია საქართველოს ინტერესების წინაააღმდეგ. მიმაჩნია, ეს კანონპროექტი არის მიმართული იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ასაჯაროებენ ასობით ფაქტებს ,ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის საქმეებზე. არსებობს მაგალითი , როცა მსგავსი კანონის მიღების შემდეგ, სხვა ქვეყნებში ბევრმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა, ანალოგიურ ბედს გაიზიარებენ ჩვენი არასამთავრებო ორგანიზაციები. ეს კანონი არ არის საქართველოს ის არჩევანი, რისთვისაც ათწლეულებია იბრძვის ქართული საზოგადოება. ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსებაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი ანტიდასავლური კანონი არ მოქმედებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.