ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების ათი ყველაზე მსხვილი მიმღები სამინისტროები და სახელმწიფო უწყებები არიან

საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობა 2019-2024 წლების მონაცემებს აქვეყნებს. ოფიციალური ინფორმაციით, სამინისტროებმა ევროკავშირიდან 11-ჯერ მეტი ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებამ.
საქართველოს სამინისტროებმა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებმა ევროკავშირისგან 517 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღეს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა - 46,1 მილიონი ევრო და კერძო სექტორმა - 6,1 მილიონი ევრო. (მოიცავს 75 მილიონ ევროს სესხს Covid 19-ის პერიოდში.)
საქართველოში ევროკავშირის დახმარების (2019 2024 წწ.) ათ უმსხვილეს ბენეფიციარს შორის შემდეგი სამთავრობო ინსტიტუტებია:
· 111,55 მილიონი ევრო – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი თვითმმართველობები;
· 101,40 მილიონი ევრო – ფინანსთა სამინისტრო;
· 62,75 მილიონი ევრო – თავდაცვის სამინისტრო;
· 57 მილიონი ევრო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტოები;
· 5 მილიონი ევრო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
· 25,07 მილიონი ევრო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სააგენტოები;
· 19 მილიონი ევრო – მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია;
· 12,85 მილიონი ევრო – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
· 10,5 მილიონი ევრო – შინაგან საქმეთა სამინისტრო;
· 4 მილიონი ევრო – მთავრობის ადმინისტრაცია.
ევროკავშირის 46,1 მილიონი ევროს დაფინანსება მოიცავდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მომუშავე 170-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ 47 პროექტს:
· ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა - 8,6 მილიონი ევრო;
· დემოკრატიული ჩართულობა და დამოუკიდებელი მედია - 8 მილიონი ევრო;
· ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება - 7,9 მილიონი ევრო;
· უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობა - 4,9 მილიონი ევრო;
· კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები - 4,6 მილიონი ევრო;
· ნდობის აღდგენა კონფლიქტის მოგვარებისთვის - 4 მილიონი ევრო;
· დეცენტრალიზაცია და სოფლის განვითარება - 3,9 მილიონი ევრო;
· გარემოს დაცვა და კლიმატი - 2 მილიონი ევრო;
· საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა - 1,2 მილიონი ევრო;
· იურიდიული და სასამართლო სისტემა - 1 მილიონი ევრო.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც მოქალაქეები რამდენიმე თვის განმავლობაში აპროტესტებდნენ დემონსტრაციებზე: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ ევროკავშირი და ქვეყნის სხვა პარტნიორები კანონს ევროინტეგრაციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.