ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის დოკუმენტს თუ ვინმე წარმოადგენს, ავდგებით და ხელს მოვაწერთ, ევროპის გზიდან არანაირი გადახვევა არ ხდება

ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის დოკუმენტს თუ ვინმე წარმოადგენს, ავდგებით და ხელს მოვაწერთ, ევროპის გზიდან არანაირი გადახვევა არ ხდება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ წერილობითი ფორმითაც დადასტურებულია, რომ მოლაპარაკებები არა საქართველოს, არამედ ევროკავშირის მხრიდან შეჩერდა.
არჩილ გორდულაძე დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები ცდილობენ, რეალობას თვალებში არ ჩახედონ ან ისინი პირდაპირ არიან გარედან დაფინანსებული და მართულები მინავლებული მუხტის გასაცოცხლებლად.
„ევროპის გზიდან არანაირი გადახვევა არ ხდება. თუ ვინმე დოკუმენტს წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირთან პირდაპირ მოლაპარაკებებს გახსნის, დიახ, ჩვენ ავდგებით და ხელს მოვაწერთ. დიახ, ჩვენ ვიქნებით 2030 წლისთვის ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროდირექტივების და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით. ჩვენ არავის არაფერს ვთხოვთ, ჩვენ ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს, დანარჩენი უკვე მათი გადაწყვეტილებაა. ხელისუფლებამ „დიფ სთეითის“ მიერ მართულ ევროკავშირის მოქმედ ბიუროკრატიას ერთ-ერთი იარაღი ხელიდან გამოაცალა, რომელიც სულ ჩამოკიდებული იქნებოდა დამოკლეს მახვილივით საქართველოსა და ქართველი ხალხის თავზე, თითქოს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა და ამიტომ მოლაპარაკებების გახსნა არ იგეგმებაო. ამას ისედაც აკეთებენ, მაგრამ ამ განცხადების გარეშე კიდევ უფრო მძაფრად იქნებოდა უზრუნველყოფილი, – განაცხადა გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა