ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროინტეგრაციის კურსის ღალატს ვემიჯნებით – თსუ-ს აკადემიური პერსონალის ნაწილი

ევროინტეგრაციის კურსის ღალატს ვემიჯნებით – თსუ-ს აკადემიური პერსონალის ნაწილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ნაწილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ევროინტეგრაციის კურსის "ღალატის ნებისმიერ მცდელობას" ემიჯნება და სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერი ჩახშობას გმობს.
"კატეგორიულად ვემიჯნებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას.
ვგმობთ სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერი ჩახშობის ყველა გამოვლინებას.
მოვუწოდებთ თსუ-ს აკადემიურ საბჭოს, გააკეთოს შესაბამისი განცხადება", - ვკითხულობთ განცხადებაში
განცხადების ხელმომწერთა სია ცვალებადია. ახლანდელი მოცემულობით, განცხადებას 183 ადამიანი აწერს ხელს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.