ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროინტეგრაციის კომიტეტმა მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა - რა წერია მასში

ევროინტეგრაციის კომიტეტმა მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა - რა წერია მასში

სადავო პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. კომიტეტის სხდომა დღეს, 12 თებერვალს გაიმართა. "ქართული ოცნების" პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი და არასამთავრობოები, ასევე კითხვები აქვთ პარტნიორებსაც.
კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა თქვა, რომ სამოქმედო გეგმას ექნება რამდენიმე სტრატეგიული მიზანი. მათ შორის:
· ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება და ასოცირების შეთანხმებაში არსებული ვალდებულებების შესრულება;
· ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა;
· ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგი;
· „საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ“ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება;
· ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საერთაშორისო საპარლამენტო ღონისძიებებში მონაწილეობა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.