ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროინტეგრაციის გარდა სხვა გზას და მომავალს ვერ ვხედავ - დავით ბარდაველიძე

ევროინტეგრაციის გარდა სხვა გზას და მომავალს ვერ ვხედავ - დავით ბარდაველიძე

GEORGIAN PRODUCTS-ის დამფუძნებელი დავით ბარდაველიძე ამბობს, რომ საქართველოსთვის ერთადერთი გზა ევროინტეგრაციაა. მან ამის შესახებ BMG-სთან განაცხადა.
მან ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასებისას იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი დასტაბილურდება.
„ჩვენი ბიოგრაფიით, ცხოვრებით და ბიზნესით, მთლიანად ევროპასა და დასავლეთზე ვართ დამოკიდებული. იმედია, ყველაფერი დასტაბილურდება, სხვა გზა საქართველოს არ გააჩნია.
რა თქმა უნდა, გაუარესება პირდაპირ ეგზისტენციალური დარტყმა იქნება. ამიტომ, უნდა დასტაბილურდეს და მხოლოდ ერთადერთია ჩვენი გზა, ევროინტეგრაცია და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სხვა გზას და მომავალს ვერ ვხედავ ბიზნესიდან კი არა, საერთოდ, როგორც მოქალაქე ისე ვუყურებ ამას“,- ამბობს დავით ბარდაველიძე.
მისივე თქმით, არსებული ვითარება ჯერჯერობით ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობაზე არ ასახულა.
„უბრალოდ სვამენ კითხვებს, როგორ, რა იქნება. ჯერჯერობით არაფერი ასახულა და იმედია, არც აისახება“,- ამბობს GEORGIAN PRODUCTS-ის დამფუძნებელი.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა freebusiness.ge-ს პლატფორმაზე შეუერთდეს 2200-ზე მეტ ბიზნესს, რომლებიც ორი მოთხოვნის: ახალი არჩევნების დანიშვნის და დაკავებულების ახალ წლამდე გათავისუფლების გარშემო გაერთიანდნენ, ბარდაველიძე ასე პასუხობს: „კი, განვიხილავთ და უნდა გადავწყვიტოთ“.
GEORGIAN PRODUCTS-ი სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. კომპანიამ საქმიანობა 2014 წელს დაიწყო და უკვე 2015 წლიდან კომპანიის მიერ წარმოებული, შინაური ცხოველების ავეჯი ევროკავშირის ბაზარზე გაიტანა.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.