ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროინტეგრაციაზე უარის შემდეგ, “ოცნების” მთავრობა რესტორანში იმყოფებოდა

ევროინტეგრაციაზე უარის შემდეგ, “ოცნების” მთავრობა რესტორანში იმყოფებოდა

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, დღეს ევროინტეგრაციის შეჩერებაზე განცხადების შემდეგ და საპროტესტო აქციის პარალელურად, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ მთავრობა რესტორანში იმყოფებოდნენ.
„ტვ პირველმა“ კობახიძე და მთავრობის სხვა წევრები წყნეთში, რესტორან „კაკლებიდან“ გამოსვლისას დააფიქსირა.
კობახიძემ და მინისტრებმა არ უპასუხეს ჟურნალისტის კითხვას, რას აღნიშნავდნენ.
„ქართულმა ოცნების“ პარლამენტმა დღეს დაამტკიცა მთავრობა და სამთავრობო პროგრამა. მოგვიანებით პარტიის ოფისში გაიმართა უმრავლესობის სხდომა. სხდომის შემდეგ, 18:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ხსნის ევროკავშირში გაწევრიანების დაწყებასაც კი.
„2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.