ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გაიმართა

11 მარტს ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გაიმართა.
“Firefighter” – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელსაც ნუცა ბუზალაძე შეასრულებს და რომელიც სპეციალურად მისთვის დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ დაწერეს.
„მიხარია, რომ საქართველო წელს წარდგება ძალიან ცეცხლოვანი ნომრით. ასეთი კლიპი რომ მქონოდა, ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო“, – განაცხადა ნუცამ პრემიერის შემდეგ.
კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი – ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი ნესტან სინჯიკაშვილია.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.