„ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებულები შიმშილობას აანონსებენ

კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებულები შიმშილობას აანონსებენ. როგორც გაფიცულები აცხადებენ, ისინი უვადო შიმშილობას იწყებენ, ხოლო შიმშილობის დაწყების თარიღთან და ადგილთან დაკავშირებით ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობენ.
მათივე განცხადებით, გაფიცულები შიმშილობას შეწყვეტენ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გამოთქვამს მზაობას, მოაგვაროს პრობლემები, რომლებიც გაფიცულებს აწუხებს და, ამასთან, დაიწყებს მოლაპარაკებებს.
“ევოლუშენს” არ მივცემთ იმის შესაძლებლობას რომ ჩვენი პროტესტი სხვადასხვა ფორმატი გამოიყენოს დასაქმებულების დასაპირისპირებლად. სწორედ, ამიტომ ვცვლით ფორმატს და გადავდივართ შიმშილობაზე”, – აცხადებენ გაფიცულები.
ამასთან, ისინი მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩაერთონ პროცესებში და არ დაუშვან 20-25 წლის ადამიანების შიმშილობა.
“სოლიდარობის ჯაჭვის პროცესი დროებით ჩერდება. დამსაქმებელმა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა გამოიყენა და პროვოცირებს იმით, რომ კომპანია ქვეყნიდან გავა. დამსაქმებელმა ეს ტყული ერთი დღეც ვერ შეინარჩუნა. ამბობდა, გავედიო და დარჩა , თურმე მაგიდებს ამატებს და მშვენივრად მუშაობს. ჩვენ დროებით ვწყვეტთ სოლიდარობის ჯაჭვს და ვიწყებთ შიმშილობას”,- აცხადებენ გაფიცულები.
შეგახსენებთ, „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ. გაფიცვაში მონაწილეები “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯერებს დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას მოითხოვენ.
„ევოლუშენ ჯორჯიას” განცხადებით, თუ კომპანიის ირგვლივ არსებული მდგომარეობა, არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება, განახორციელოს საოპერაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტები, რათა შეზღუდონ წარმომადგენლობა საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება