არქივი20 ნოემბერი, 2024, 10:38
ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ლოცვისა და შენდობის დღეს აღნიშნავს

საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ლოცვისა და შენდობის დღეს აღნიშნავს.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღესასწაული შუა საუკუნეებში იღებს სათავეს და ცოდვათა მონანიებას, ადამიანის ღვთისკენ მიბრუნებას უკავშირდება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს დღესასწაულს საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.