არქივი24 ივნისი 2025, 10:38
ევანგელურ-ლუთერული ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს იოანე ნათლისმცემლის შობას.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს.
„სახარება იოანე ნათლისმცემელს იესო ქრისტეს უახლოეს წინამორბედად მიიჩნევს, რომელმაც მესიის მოსვლა იწინსაწარმეტყველა და მდინარე იორდანეში მონათლა მაცხოვარი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს დღესასწაულს, წარმატებებს უსურვებს მათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.