ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ედო ჯავახიძე - ახლა გვჭირდება მაქსიმალური ძალისხმევა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართველი ერის ნება აღსრულდეს და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი გავხდეთ

ახლა გვჭირდება მაქსიმალური ძალისხმევა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართველი ერის ნება აღსრულდეს და ჩვენ ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი გავხდეთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანმა, ედო ჯავახიძემ დღევანდელ მარშთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, დღევანდელი ხელისუფლება ევროპას გვაშორებს.
„დღევანდელ მარშზე ვიკრიბებით ადამიანები, ვისაც ევროპაში წასვლა კი არ გვინდა, არამედ აქ შემოვიტანოთ ევროპული ცხოვრების სტილი. არა, ვუთხრათ ყველაფერს, რაც ამ მიზანს გვაშორებს. სამწუხაროდ, ამ მიზანს გვაშორებს დღევანდელი ხელისუფლება. პოლიტიკოსებიც, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, უბრალო ადამიანებიც აცნობიერებენ, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება ითამაშოს საგარეო პოლიტიკური კურსით, რადგან დროებითია ის შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ახლა ევროკავშირს ჩვენთვის აქვს გახსნილი. ახლა გვჭირდება მაქსიმალური ძალისხმევა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართველი ერის ნება აღსრულდეს და ჩვენ ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი გავხდეთ“, - განაცხადა ედო ჯავახიძემ.
ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.