არქივი11 სექტემბერი, 2026, 21:22
ედიშერ გვენეტაძე: მტრისას მიმდინარე ომში სრულად გამარჯვებული რუსიც და უკრაინელიც, ვიმეორებ სრულად გამარჯვებული. ორივე ერთია ჩვენთვის!

ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
მტრისას მიმდინარე ომში სრულად გამარჯვებული რუსიც და უკრაინელიც, ვიმეორებ სრულად გამარჯვებული.
ორივე ერთია ჩვენთვის!
გაიგეთ ორივე!
ამიტომ როგორც დიდი კონსტანტინე იტყოდა: “სხვის ომში მებრძოლი შლეგი მგონიაო მე, ხოლო თავისი ქვეყნისათვის თავდადებული – გმირი“., “.
რაღაც ორი კინკილა ქართველი ვართ დღევანდელ ტურბულენტურ მსოფლიოში შემორჩენილი, ამიტომაც უმჯობესია შევეშვათ სხვის ომებში შლეგობას და საკუთარ სამშობლოს მივხედოთ.
თორემ ისეთ დღეში აღმოვჩნდებით, სომალელსაც კი გაეცინება.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.