„ედისონ რისერჩი“ - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 34% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ - 18%; „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 14%, „გახარია საქართველოსთვის - 11%, „ძლიერი საქართველო“ - 10%

ამერიკულმა ორგანიზაციამ „ედისონ რისერჩმა“ ტვ „ფორმულას” დაკვეთით მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა. „ფორმულას“ ინფორმაციით, გამოკითხვა მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა და საზოგადოებრივი აზრი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა.
კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - შედეგები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 34%
ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 18%
კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 14%
გახარია - საქართველოსთვის - 11%
ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 10%
ლეიბორისტული პარტია - 5%
გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%
პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%
სხვა პარტიები - 1%
პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1 200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.