ედგარს რინკევიჩსი – საქართველოს აქვს ევროპული ოცნება და ევროპული მომავალი – ჩემი სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს და პრეზიდენტ ზურაბიშვილს

საქართველოს აქვს ევროპული ოცნება და ევროპული მომავალი, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება თბილისში მიმდინარე მოვლენებს.
პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და საქართველოს პრეზიდენტს.
„ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა დემოკრატიული საქართველოს ევროპულ გზას, ყოველთვის დაუჭერს. ჩემი სრული სოლიდარობა საქართველოს ხალხს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მშვიდობიანი დემონსტრაციებისა და პროტესტის უფლებას სრულიად უნდა სცენ პატივი”, – წერს ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს