არქივი23 დეკემბერი, 2024, 21:24
ედგარს რინკევიჩსი - პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას მხარს ვუჭერ - პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარა მიუღებელია

პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარა მიუღებელია, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელში წერს.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოში არსებული ვითარების შესახებ სატელეფონო საუბარი მქონდა.
პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას მხარს ვუჭერ, რათა საქართველოს ევროპული გზა და არსებული კრიზისის მოგვარება უზრუნველყოფილი იქნას. პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარა მიუღებელია“, - წერს ედგარს რინკევიჩსი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.