ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ედგარს რინკევიჩი - რუსეთი აგრძელებს ესკალაციას, გზავნილი ნათელია - კრემლს ომი სურს და არა მშვიდობა

ედგარს რინკევიჩი - რუსეთი აგრძელებს ესკალაციას, გზავნილი ნათელია - კრემლს ომი სურს და არა მშვიდობა

რუსეთი აგრძელებს ესკალაციას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე აგრესიული თავდასხმებით და ახლა კიევში მთავრობის შენობასაც დაარტყეს, - ასე ეხმაურება ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი უკრაინის წინააღმდეგ ღამით განხორციელებულ თავდასხმას.
„გზავნილი ნათელია - კრემლს ომი სურს და არა მშვიდობა. ჩვენი პასუხი უნდა იყოს მეტი იარაღი უკრაინისთვის, მეტი ზეწოლა რუსეთზე“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინას 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქ კიევში მთავრობის შენობაც დაზიანდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.