ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეგ დროშა არ იყო, ეგ იყო ხატი – ორბეთის ტაძრის წინამძღვარი

ორბეთის ტაძრის წინამძღვარი, ვახტანგ ხარხელაური ამბობს, რომ ტაძარში მისი გადაწყვეტილებით ჩამოკიდებული რუსეთის დროშა და გერბი ჩამოხსნეს.
სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ "ხალიჩაზე გამოსახული იყო წმინდა გიორგის ხატი" და აღნიშნულს რუსეთის სიმბოლიკასთან კავშირი არ ჰქონია.
"ეგ დროშა არ იყო, ეგ იყო ხატი […] ხალიჩაზე გამოსახული იყო წმინდა გიორგის ხატი, ეგ ხატი ვაკურთხე და ჩამოვკიდე. გინდოდათ რომ ჩამომეხსნა ?! ჩამოხსნილი არის". - უთხრა ხარხელაურმა მთავარი არხის ჟურნალისტს.
თეთრიწყაროსა და მანგლისის ეპარქიის სოფელი ორბეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ჩამოკიდებული რუსეთის დროშისა და გერბის ფოტო გუშინ, 7 ივლისს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.