“ეგ დაჟანგული მილები უნდა ამოიღო და ოპოზიციას…” – ზარქუა

წერეთლის გამზირის რაბილიტაციის საკითხის ირგვლივ ოპოზიციის განცხადებებს “ოცნების” წევრი პასუხობს და ამბობს:
ყველა მიმართულებით ხელმოცარულები გახდნენ და ახლა ჩასაფრებულები არიან, აბა ის პროექტი რომ კეთდება, როგორ კეთდება, აგვიანდება თუ არა. ვიღაცამ თქვა, რომ “ნაცების” დროს დამთავრებული იქნებოდაო. კი, მეც გიდასტურებთ, იმიტომ, რომ ზედაპირულად აკეთებდნენ. ის რაც არის, ის გაცვეთილი და დაჟანგული მილები, რაც ჩვენ ამოგვაქვს, ეგ უნდა ამოიღო და ოპოზიციას… (ეგ არა, რაც გაიფიქრეთ) ცხვირწინ უნდა დაუდო”…
როგორც დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა მ განაცხადა, სულ რომ მას და მის თანამშრომლებს მოუწიოთ მუშაობა წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
დოკუმენტების მიხედვით, კახა კალაძემ ჯერ კიდევ ზაფხულში იცოდა, რომ დაქირავებული კომპანიები სამუშაოებს არ ასრულებდნენ.