ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეგრე რა, ეგრე! ზუსტ დროს და საჭირო მომენტში მიღებული გადაწყვეტილებაა LGBT პროპაგანდის ალაგმვა – ზურაბ ქადაგიძე

ეგრე რა, ეგრე! ზუსტ დროს და საჭირო მომენტში მიღებული გადაწყვეტილებაა LGBT პროპაგანდის ალაგმვა – ზურაბ ქადაგიძე
*ზუსტ დროს და საჭირო მომენტში მიღებული გადაწყვეტილებაა LGBT პროპაგანდის ალაგმვა, რადგან წალეკა ქვეყანა გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობამ,” – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, მიიღეს გადაწყვეტილება, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.
ქადაგიძის თქმით, აუცილებელია რომ აღნიშნული კანონი სასწრაფოდ იქნას მიღებული.
„ეგრე რა, ეგრე! ზუსტ დროს და საჭირო მომენტში მიღებული გადაწყვეტილებაა LGBT პროპაგანდის ალაგმვა, რადგან წალეკა ქვეყანა გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობამ. აუცილებელია, რომ აღნიშნული კანონი სასწრაფოდ იქნას მიღებული. არც ერთი ნაბიჯი უკან, ამ საშვილიშვილო საქმეში!!!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.