ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეგზიტპოლის მიხედვით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე მემარცხენეთა ალიანსი გავიდა, მეორე ადგილს ემანუელ მაკრონის პარტია იკავებს, მარინ ლე პენის გაერთიანება კი მესამე ადგილზეა

ამავე მონაცემებით, მეორე ადგილზე პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონის პარტია გავიდა.
მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ კი მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს.
ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.
ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო.
მანამდე BBC-ი წერდა, რომ არჩევნებში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი 217-მა კანდიდატმა განაცხადა, მათ შორის 130-მა „სახალხო ფრონტის“ კანდიდატმა და 81-მა კანდიდატმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსიდან. ამ ნაბიჯმა მკვეთრად შეცვალა არჩევნების ბალანსი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.