ეგვიპტის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს ახალი მთავრობის შექმნა დაავალა
ეგვიპტის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს ახალი მთავრობის შექმნა დაავალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეგვიპტის პრეზიდენტი, აბდულ-ფათაჰ ალ-სისი ავრცელებს.
„მუსტაფა მადბულის დავავალე ახალი მთავრობის შექმნა, რომელსაც შემდეგი ეტაპის სამართავად საჭირო ცოდნა და კომპეტენცია ექნება, რათა მთავრობის ფუნქციონირებისას სასურველ განვითარებას მიაღწიოს და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს დაუპირისპირდეს“, - განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა.
სისიმ ახალ მთავრობას დაავალა, რომ ყურადღება ინფლაციის შემცირებასა და ბაზრების რეგულირებაზე, ასევე, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე გაამახვილოს.
შეგახსენებთ, 2023 წლის დეკემბერში, აბდულ-ფათაჰ ალ-სისი ეგვიპტის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.