პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეგვიპტე ღაზას საზღვართან გვირაბების არსებობის შესახებ ისრაელის განცხადებას უარყოფს

ეგვიპტე უარყოფს ისრაელის განცხადებებს ღაზასთან მისი საზღვრის გასწვრივ გვირაბების არსებობის შესახებ და ისრაელის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს, - ინფორმაციას CNN-ი ეგვიპტურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თელ-ავივის მიერ გავრცელებული ეს ტყუილები მიუთითებს ისრაელის მთავრობის წინაშე არსებული კრიზისის მასშტაბზე. ისრაელის უწყვეტი მცდელობების მიზანი, გაავრცელოს სიცრუე მისი ჯარების სტატუსის შესახებ რაფაჰში, არის დაჩრდილოს მისი სამხედრო მარცხი და პოლიტიკური კრიზისი“, - ციტირებს მედია მაღალჩინოსანს, რომლის ვინაობა არ საჯაროვდება.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ფილადელფიის დერეფანზე, ღაზასა და ეგვიპტის საზღვრის გასწვრივ 14 კილომეტრიანი მონაკვეთი, „ოპერატიული კონტროლი“ დაამყარეს. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, სამხედროები ახორციელებენ ოპერაციას და დერეფნის გასწვრივ 20 გვირაბს ანეიტრალებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.