ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტზე აშშ-მა სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანიც მიიწვია - ჟურნალისტი

ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტზე აშშ-მა სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანიც მიიწვია - ჟურნალისტი

ეგვიპტეში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტზე, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას ეძღვნება, აშშ-მა ასევე მიიწვია სომხეთი, აზერბაიჯანი და ზოგიერთი წყაროს ცნობით ირანი, – ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსის“ ჟურნალისტი ბარაკ რავიდი ავრცელებს.
„აქსიოსის“ ჟურნალისტის თქმით, აშშ-მა მნიშვნელოვნად გააფართოვა მოწვეულთა სია და დაამატა ესპანეთი, იაპონია, აზერბაიჯანი, სომხეთი, უნგრეთი, ინდოეთი, სალვადორი, კვიპროსი, საბერძნეთი, ბაჰრეინი, ქუვეითი და კანადა.
ბარაკ რავიდის ინფორმაციით, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ირანიც არის მიწვეული, თუმცა სამიტში ისრაელი არ მიიღებს მონაწილეობას.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.