ებრძვიან სახელმწიფოსა და ეკლესიას, ებრძვიან ყველაფერს, რაზეც ჩვენი ეროვნება, იდენტობა და კულტურა დგას – რატი იონათამიშვილი მინდიაშვილის განცხადებაზე

ეკლესიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, შალვა პაპუაშვილმა ცალკეული პოლიტიკოსები, მედიის ნაწილი და “ტოლერანტობის ცენტრის” ხელმძღვანელი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში დაადანაშაულა.
პირველი კანონმდებელი ამბობს, რომ ბექა მინდიაშვილის მიერ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები რელიგიური შეუწყნარებლობაა. სპიკერის განცხადებით ირკვევა ისიც, რომ ტოლერანტობის ცენტრი არა „სახალხო დამცველთან არსებული“ სტრუქტურული ერთეული, არამედ ცალკე არსებული დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც “იუესეიდ-ის” ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
არის თუ არა მინდიაშვილის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები რელიგიური შეუწყნარებლობა, სიძულვილის ენა და მტრული რიტორიკა – ოპოზიციას, არასსამთავრობო სექტორსა და თავად მინდიაშვილს ამ კითხვაზე, კონკრეტული პასუხი არ აქვთ. დავით ბერძენიშვილის განცხადებას კი არ ეთანხმება ოპოზიციის ნაწილი.
„რადიკალურმა ოპოზიციამ თავად დაიყენა საკუთარი თავი პოლიტიკურ ანათემაზე და ამ პოლიტიკურ ანათემას უკვე საბოლოოდ გააფორმებს ჩვენი ამომრჩეველი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ სინამდვილეში ეს ადამიანები ებრძვიან სახელმწიფოსა და ეკლესიას. ებრძვიან ყველაფერს, რაზეც ჩვენი ეროვნება, იდენტობა და კულტურა დგას. როგორც ჩანს, ამ ბრძოლას სულ სხვა მიზნები და ამოცანები აქვს სინამდვილეში და, თითოეული ასეთი განცხადებით, საკუთარი რეალური მიზნების ლუსტრირებას ახდენენ,“ – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები